კომპანიის შესახებ
სტრუქტურადირექტორთა საბჭოვაკანსია კომიტეტები
პროექტებიფინანსური ინფორმაცია
აუქციონებიტენდერებისოციალური პროგრამებიმედიაწესები და ინსტრუქციები 
 
თბილისში აბრეშუმის გზის II ფორუმი გაიმართა
ნოემბერი 30, 2017


თბილისში 28-29 ნოემბერს, საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის პატრონაჟით აბრეშუმის გზის II ფორუმგაიმართა. 2017 წლის ფორუმი 2015 წლის თბილისის აბრეშუმის  გზის ფორუმის გაგრძელებაა და წარმოადგენს მაღალი დონის სამთავრობო,  ბიზნესის ბიზნესთან დიალოგის და, ასევე, სახელმწიფოებს, ორგანიზაციებსა და ბიზნესებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრების პლატფორმას.

2017 წლის აბრეშუმის გზის ფორუმზე დასასწრებად თბილისს სტუმრობდა 34 დელეგაცია და 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე დელეგატი. ფორუმში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირებმა, დიპლომატიური კორპუსების და საერთაშორისო ორგანიზაციების (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭო, მსოფლიო საფოსტო კავშირი, რკინიგზის საერთაშორისო გადაზიდვის მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია, ტელეკომუნიკაციების განვითარების ბიურო და ..) წარმომადგენლებმა, ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტებმა და ჟურნალისტებმა.

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა მნიშვნელოვანი შეხვედრები, რომელშიც მონაწილეობას იღებდა სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე და „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლები.


 
 
Copyright © 2017 Georgian Railway. All Rights Reserved.