კომპანიის შესახებ
სტრუქტურადირექტორთა საბჭოვაკანსია კომიტეტები
პროექტებიფინანსური ინფორმაცია
აუქციონებიტენდერებისოციალური პროგრამებიმედიაწესები და ინსტრუქციები 
 
საქართველოსა რკინიგზა ახალი რეგულაციების დასანერგად ემზადება
ივნისი 06, 2018

საქართველოსა რკინიგზა ახალი რეგულაციების დასანერგად ემზადება. კომპანიის კორპორატიული მართვის დეპარტამენტის უფროსმა, აკაკი საღირაშვილმა საფრანგეთსა და ბელგიის სამეფოში სამუშაო შეხვედრები გამართა. ბრიუსელსა და ვალანსიენსში ევროკომისიის ექსპერტებსა და ევროპის სარკინიგზო გაერთიანების (ERA) ცენტრალური ოფისის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, ევროდირექტივებისა და რეგულაციების დანერგვის ის საკითხები განიხილეს, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს. აღნიშნული რეგულაციები და დირექტივები რკინიგზის უსაფრთხოების ორგანოს დაარსებასა და ერთიანი ევროპული სარკინიგზო სივრცის მოწყობას გულისხმობს.


 
 
Copyright © 2018 Georgian Railway. All Rights Reserved.