Georgian Railway
 
 
 
 
კომპანიის შესახებ
სტრუქტურადირექტორთა საბჭოვაკანსია კომიტეტები
პროექტებიფინანსური ინფორმაცია
აუქციონებიტენდერებისოციალური პროგრამებიმედიაწესები და ინსტრუქციები 
 
საქართველოს რკინიგზამ პარატაიკვანდოს სპორტსმენებისთვის ახალი ფორმები შეიძინა
ივლისი 10, 2018

დღეიდან პარატაიკვანდოს სპორტსმენები ახალი ფორმებით ივარჯიშებენ. სპეციალური სამოსი მათთვის საქართველოს რკინიგზამ შეიძინა. პარატაიკვანდოს ფედერაცია, ახლადდაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც სპორტსმენების განვითარებასა და მათ საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას უწყობს ხელს. პარაოლიმპიურ ცენტრში სპორტსმენები სისტემატიურად ვარჯიშობენ. საქართველოს რკინიგზის დახმარებით, ისინი საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას შეძლებენ. ახალი ფორმები და სპეციალური სიგელები პარასპორტსმენებს დღეს საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ და ფილიალ ,,მგზავრთა გადაყვანის“ ხელმძღვანელმა, ელდარ ფერცულიანმა გადასცეს. საქართველოს რკინიგზა მომავალშიც გააგრძელებს პარასპორტის მხარდაჭერას.

 


 
 
Copyright © 2018 Georgian Railway. All Rights Reserved.