კომპანიის შესახებ
მისია, ხედვა რკინიგზის ისტორიასტრუქტურასამეთვალყურეო საბჭომენეჯმენტიდირექტორთა საბჭოვაკანსია კომიტეტები
პროექტებიფინანსური ინფორმაცია
აუქციონებიტენდერებისოციალური პროგრამებიმედიაწესები და ინსტრუქციები 
 
შპს ,,ჯიარ ქონების მართვის“ განცხადება ინტერესთა გამოხატვის შესახებ

ყურადღება: განცხადების პირობები განახლებულია 2017 წლის 14 თებერვალს

შპს ,,ჯიარ ქონების მართვის“

განცხადებაინტერესთა გამოხატვის შესახებ

შპს ,,ჯიარ ქონების მართვა“ აცხადებს ინტერესთა გამოხატვას საზოგადოების საკუთრებაში არსებული ოცდასამი რკინიგზის სადგურის (ვაგზლის) ტერიტორიაზე სარეკლამო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების მიზნით.

კერძოდ, ყველაზე უკეთესი შემოთავაზების მქონე პირს (თანდართული ხელშეკრულების არსებითი პირობების გათვალისწინებით (იხ. მიმაგრებული ფაილი)) მიენიჭება უფლება:

Ø სადგურების ტერიტორიაზე (შიდა და გარე პერიმეტრზე) განათავსოს თავისი და/ან მესამე პირების საქონლის და/ან მომსახურების რეკლამა (როგორც ბეჭდური, ისე ციფრული სახით) და ამ მიზნით, მესაკუთრესთან წინასწარ შეთანხმებულ ადგილებზე დაამონტაჟოს მესაკუთრესთან წინასწარ შეთანხმებული პარამეტრების მქონე სარეკლამო კონსტრუქციები (მათ შორის, ციფრული სარეკლამო კონსტრუქციები, მონიტორები, დროშები, ბანერები, შტენდერები, პროდუქცია (product placement) და რეკლამის განთავსებისათვის საჭირო სხვა კონსტრუქციები), რომლებიც ნებადართულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით (შემდგომში რეკლამის განთავსების უფლება);

Ø სადგურების ტერიტორიაზე (შიდა და გარე პერიმეტრზე) განახორციელოს სარეკლამო აქციები, რაც გულისხმობს ფლაერების, ბუკლეტების, ჟურნალების გავრცელებას (შემდგომში ერთობლივად რეკლამის განთავსების უფლება);

შენიშვნა: კომპანიისათვის მინიჭებული რეკლამის განთავსების უფლება არ გამორიცხავს და/ან რაიმე სახით ზღუდავს მესაკუთრის უფლებას, საკუთარი საჭიროებიდან გამომდინარე ისარგებლოს სადგურების იმ ტერიტორიით, სადაც არ არის განთავსებული კომპანიის სარეკლამო კონსტრუქციები. კერძოდ, მესაკუთრე უფლებამოსილია განათავსოს თავისი, სს „საქართველოს რკინიგზის“ და/ან მათი წილობრივი მონაწილეობით არსებული იურიდიული პირების საქონლის და/ან მომსახურების რეკლამა და ამ მიზნით დაამონტაჟოს სარეკლამო კონსტრუქციები. ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით, მესაკუთრეს არ აქვს უფლება განათავსოს რეკლამა კომპანიის მიერ დამონტაჟებულ სარეკლამო კონსტრუქციებზე და მესაკუთრის მიერ განთავსებული რეკლამა არ უნდა შეიცავდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული პირების გარდა სხვა მესამე პირების საქონლის და/ან მომსახურების რეკლამას.

თითოეულ რკინიზგის სადგურზე (ვაგზალზე) ზემოაღნიშნული უფლების სანაცვლოდ გადასახდელი ყოველთვიური მინიმალური საფასური მოცემულია თანდართული ხელშეკრუელების დანართ #1-ში, რაც ჯამში შეადგენს არანაკლებ 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარს, ხოლო უფლების გადაცემის ვადა განისაზღვრება 20 (ოცი) წლით.

დაინტერესებულმა პირებმა (პრეტენდენტებმა) უნდა წარმოადგინონ მომართვა (დანართი #2) და შესაბამისად მომზადებული შემოთავაზება, 2017 წლის 21 თებერვლის 15:00 სთ-მდე, დალუქულ კონვერტში შპს „ჯიარ ქონების მართვის“ ოფისში, მისამართზე: თამარ მეფის 15, 0112, თბილისი, საქართველო (სს „საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციულ შენობა, მე-4 სართული).

ჯამურად 15 000 ლარს ზევით გაზრდილი შემოთავაზების ფასი უნდა იქნას გადანაწილებული ხელშეკრულების დანართ N1-ში მოცემულ თითოეულ სადგურზე პროპორციულად (თითოეულ სადგურზე თანაბარი პროცენტული მატებით).

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ მათთვის საჭირო დამატებითი ინფორმაცია შპს ,,ჯიარ ქონების მართვის“ საკონტაქტო პირებისაგან. ინფორმაცია ასევე ხელმისაწვდომია სს „საქართველოს რკინიგზის“ ვებ-გვერდზე – www.railway.ge, შპს „ჯიარ ქონების მართვის“ ვებ-გვერდზე – www.rpm.railway.ge და საზოგადოების facebook.com გვერდზე – ჯიარ ქონების მართვა /GR Property Management.

საკონტაქტო პირები:

სახელი:

ლევან კუპრეიშვილი

ანი ჯაფარიძე

ქვედანაყოფი:

ფინანსური

ტექნიკური

ტელეფონი:

595 03 00 09

577 05 08 02

ელ.ფოსტა:

levan.kupreishvili@railway.ge

ani.japaridze@railway.ge

გამოქვეყნებული ინტერესთა გამოხატვის გამოცხადება არ ავალდებულებს შპს ,,ჯიარ ქონების მართვას“ გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება პერტენდენტ(ებ)თან, არ აძლევს პრეტენდენტებს შპს ,,ჯიარ ქონების მართვის“ მიმართ ნებისმიერი სახის პრეტენზიის და რაიმე ქმედების განხორციელების უფლებას. შპს ,,ჯიარ ქონების მართვა“ იტოვებს უფლებას საკუთარი მოსაზრებით ნებისმიერ მომენტში შეწყვიტოს ან შეცვალოს პროცედურა, გამორიცხოს ნებისმიერი მხარე პროცედურიდან ან უარი თქვას გამოხატულ ინტერესებზე ყველანაირი ვალდებულებების გარეშე.

შენიშვნა: საუკეთესო შემოთავაზების გამოვლენისათვის მთავარ კრიტერიუმს წარმოადგენს 23 რკინიგზის სადგურზე (ვაგზალზე) სარეკლამო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების სანაცვლოდ შემოთავაზებული ყველაზე მაღალი ყოველთვიური საფასურის ოდენობა, თანდართული ხელშეკრულების არსებით პირობების გათვალისწინებით.

დანართი #2

შპს „ჯიარ ქონების მართვას“

განმცხადებელი: __________________________

__________________________

__________________________

გ ა ნ ა ც ხ ა დ ი

______________ გამოთქვამს სურვილს შპს „ჯიარ ქონების მართვის“ საკუთრებაში არსებულ დანართი N1-ით განსაზღვრულ რკინიგზის სადგურების (ვაგზლების) ტერიტორიაზე მიენიჭოს სარეკლამო საქმიანობის განხორციელების უფლება. კერძოდ:

Ø სადგურებისტერიტორიაზე (შიდადაგარეპერიმეტრზე) განათავსოსთავისიდა/ანმესამეპირებისსაქონლისდა/ანმომსახურებისრეკლამა (როგორცბეჭდური, ისეციფრულისახით) დაამმიზნით, მესაკუთრესთანწინასწარშეთანხმებულადგილებზედაამონტაჟოსმესაკუთრესთანწინასწარშეთანხმებულიპარამეტრებისმქონესარეკლამოკონსტრუქციები (მათშორის, ციფრულისარეკლამოკონსტრუქციები, მონიტორები, დროშები, ბანერები, შტენდერები, პროდუქცია (product placement) დარეკლამისგანთავსებისათვისსაჭიროსხვაკონსტრუქციები), რომლებიცნებადართულიასაქართველოსმოქმედიკანონმდებლობით (შემდგომშირეკლამისგანთავსებისუფლება);

Ø სადგურებისტერიტორიაზე (შიდადაგარეპერიმეტრზე) განახორციელოსსარეკლამოაქციები, რაცგულისხმობსფლაერების, ბუკლეტების, ჟურნალებისგავრცელებას (შემდგომშიერთობლივადრეკლამისგანთავსებისუფლება).

მზად ვართ შევასრულოთ პირობა, რომ მესაკუთრემ, საკუთარი საჭიროებიდან გამომდინარე ისარგებლოს სადგურების იმ ტერიტორიით, სადაც არ არის განთავსებული კომპანიის სარეკლამო კონსტრუქციები. კერძოდ, მესაკუთრე უფლებამოსილია განათავსოს თავისი, სს „საქართველოს რკინიგზის“ და/ან მათი წილობრივი მონაწილეობით არსებული იურიდიული პირების საქონლის და/ან მომსახურების რეკლამა და ამ მიზნით დაამონტაჟოს სარეკლამო კონსტრუქციები. ამავე დროს, მესაკუთრეს არ აქვს უფლება განათავსოს რეკლამა კომპანიის მიერ დამონტაჟებულ სარეკლამო კონსტრუქციებზე და მესაკუთრის მიერ განთავსებული რეკლამა არ უნდა შეიცავდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული პირების გარდა სხვა მესამე პირების საქონლის და/ან მომსახურების რეკლამას.

დანართ #1-ის სახით წარმოდგენილი ხელშეკრულების არსებითი პირობების შესაბამისად, ___________ მზად არის ზემოაღნიშნული უფლების სანაცვლოდ ყოველთვიური საფასური განისაზღვროს ______ ლარით (დღგ-ს ჩათვლით), ხოლო, უფლება მიიღოს 20 წლიანი ვადით.

პატივისცემით,

 

დანართი_1 ხელშეკრულება

დანართი_2 სადგურების ჩამონბათვალი


 
 
Copyright © 2017 Georgian Railway. All Rights Reserved.