კომპანიის შესახებ
სტრუქტურადირექტორთა საბჭოვაკანსია კომიტეტები
პროექტებიფინანსური ინფორმაცია
აუქციონებიტენდერებისოციალური პროგრამებიმედიაწესები და ინსტრუქციები 
 
ინტერესთა გამოხატვა

სს ”საქართველოს რკინიგზის” განაცხადი

ინტერესთა გამოხატვის თაობაზე

სს ”საქართველოს რკინიგზა” აცხადებს ინტერესთა გამოხატვას გამაგრილებელი სასმელი წყლის მოწოდების თაობაზე, რომლის სანაცვლოდ დაინტერესებულ კომპანიას მიეცემა საშუალება განახორციელოს საკუთარი პროდუქტის რეკლამირება.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ წინამდებარე განაცხადის შესაბამისად მომზადებული შემოთავაზება 2018 წლის 24 იანვრის 18:00 სთ-მდე, დალუქულ კონვერტებში სს „საქართველოს რკინიგზა“-ს ფილიალ „მგზავრთა გადაყვანა“-ს ადმინისტრაციულ შენობაში (ვაგზლის მოედანი №2, 0112, თბილისი, საქართველო).

წინამდებარე ინტერესთა გამოხატვით დაინტერესებულმა კომპანიებმა, სს „საქართველოს რკინიგზაში“ უნდა წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაციის შემცველი წინადადება:

- ინფორმაცია წყლის მომწოდებელი კომპანიის შესახებ;

- ინფორმაცია წყლის მწარმოებელი კომპანიის შესახებ;

- წყლის მოწოდების ვადები და ოდენობა;

- წყლის მოწოდების სანაცვლოდ მათთვის სასურველი სარეკლამო მომსახურების სახეები ქვემოთ მითითებული ჩამონათვალის მიხედვით;

- სარეკლამო მომსახურების გაწევისათვის აუცილებელი მასალის (მაგალითად, ფლაერები, ვიდეორგოლი .) მოწოდების ვადები და ოდენობა.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ მათთვის საჭირო დამატებითი ინფორმაცია სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ ნომინირებული საკონტაქტო პირებისაგან. ინფორმაცია ასევე ხელმისაწვდომია სს „საქართველოს რკინიგზის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.railway.ge.

გამარჯვებული კომპანიის გამოვლენა მოხდება ამ პროცესისათვის სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ, დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილი შემოთავაზებების შეფასების საფუძველზე. დალუქული კონვერტები გაიხსნება და წარმოდგენილი შემოთავაზებები გაეცნობა ყველა მონაწილე მხარეს. გამარჯვების ძირითადი კრიტერიუმებია: მოსაწოდებელი სასმელი წყლის ბოთლების რაოდენობა - წინამდებარე განაცხადით გათვალისწინებულ რაოდენობაზე, 300 000 ცალზე მეტი ოდენობით და სხვა დამატებითი შემოთავაზებები (მაგ. გაზიანი სასმელები, ცივი ყავა და სხვა).

გამოქვეყნებული ინტერესთა გამოხატვის გამოცხადება არ ავალდებულებს სსსაქართველოს რკინიგზასგააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება დაინტერესებულ კომპანიებთან. რკინიგზა იტოვებს უფლებას, საკუთარი მოსაზრებით ნებისმიერ მომენტში შეწყვიტოს ან შეცვალოს პროცედურა, გამორიცხოს ნებისმიერი მხარე პროცედურიდან ან უარი თქვას გამოხატულ ინტერესებზე ყველანაირი ვალდებულებების გარეშე.

სს “საქართველოს რკინიგზა

საკონტაქტო პირები: გიორგი ბუჩუკური 591229934 ელ-ფოსტა: giorgi.buchukuri@railway.ge , მაია კაპანაძე 591 190 008 ელ-ფოსტა: maia.kapanadze@railway.ge

ზოგადი აღწერილობა

ამჟამად მაგისტრალური ელექტრომატარებლებით სრულდება დღეში 5 რეისი, აქედან 2 ბათუმზე - ორსართულიანი Stadler (GRS-სერიის), 2 ფოთზე და 1 ზუგდიდზე, ყოველ მეორე დღეს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით მოძრაობს GRT-სერიის მატარებელი. საზაფხულო (1 ივლისიდან 24 სექტემბრის ჩათვლით) და ზამთრის სეზონებთან დაკავშირებით ინიშნება დამატებით ორსართულიანი Stadler (GRS-სერიის) ტიპის მატარებლები ბათუმის მიმართულებაზე, ხოლო სხვა მარშრუტებზე - მოთხოვნის შესაბამისად. 2016 წლის განმავლობაში თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებებზე გადაყვანილია 522,5 ათ. მგზავრი, 2017 წლის განმავლობაში კი - 646,5 ათ. მგზავრი. რაც შეეხება ფოთის მიმართულებას, 2016 წლის განმავლობაში გადაყვანილ იქნა 174,5 ათ. მგზავრი, 2017 წელს - 246,3 ათ. მგზავრი. ზუგდიდის მიმართულებით 2016 წელს გადაყვანილ იქნა 216,7 ათ. მგზავრი, ხოლო 2017 წელს - 217,2 ათ. მგზავრი.

საგულისხმოა, რომ სს ”საქართველოს რკინიგზის” დირექტორთა საბჭოს დადგენილებით განსაზღვრულია ელექტრომატარებლების მგზავრებისას დაფასოებული სასმელი წყლით მომარაგების ნორმები (ერთ მგზავრზე ერთი ბოთლი წყალი), ხოლო სასმელი წყლით მგზავრთა მომსახურება შედის მგზავრობის ბილეთის ღირებულებაში.

რკინიგზა ორიენტირებულია მომხმარებელთა ინტერესების დაცვასა და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე. ამ მიზნით, კომპანია მიმართავს ყველა საჭირო ზომას, რათა მგზავრთა გადაყვანა სამგზავრო ელექტრომატარებლებით განხორციელდეს ხარისხის უმაღლესი სტანდარტების დაცვით და ასევე, პასუხობდეს თანამედროვე ევროპულ მოთხოვნებს სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში.

სამგზავრო მატარებლებში მგზავრების სასმელი წყლით უზრუნველყოფა წარმოადგენს მათთვის ეფექტური და ხარისხიანი მომსახურების მიწოდების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს, რომელიც მიმართულია მგზავრებისათვის მაქსიმალური კომფორტის შექმნისკენ.

ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, რკინიგზა დაინტერესებულია, რომ მატარებლით მგზავრობის პირობების გაუმჯობესების მიზნით, მიიღოს წელიწადში 300’000 ცალზე მეტი გამაგრილებელი სასმელი წყლის ბოთლი (0.5ლ მოცულობის), შემდგომში მათი სამგზავრო მატარებლების მგზავრებისათვის უსასყიდლოდ მისაწოდებლად. რკინიგზა აღნიშნული საქონლის მიღების სანაცვლოდ, სასმელი წყლის მომწოდებელ კომპანიას მისცემს საშუალებას განახორციელოს საკუთარი პროდუქციის რეკლამირება წინამდებარე განაცხადში მითითებული არსებითი პირობებით, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს აღნიშნული კომპანიის ცნობადობის გაზრდას მომხმარებლებში.

არსებითი პირობები

წინამდებარე ინტერესთა გამოხატვა ცხადდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რომლის თანახმადაც: ”კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას”.

რკინიგზასა და დაინტერესებულ კომპანიას შორის ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია რკინიგზას მიაწოდოს გამაგრილებელი სასმელი წყალი შემდეგი მახასიათებლებით:

მოთხოვნები:

- ოცულობა: 0.5 ლ.

- რაოდენობა: არანაკლებ 300 000 (სამასი ათასი) ბოთლი ერთი წლის განმავლობაში.

- შეფუთვა: პოლიეთილენის ბოთლი.

- ვარგისიანობა: მოწოდების მომენტისათვის უნდა გააჩნდეს ვარგისიანობა არანაკლებ 6 თვის ვადით.

- მოწოდების ვადა: არანაკლებ ერთი კალენდარული წელი. ამასთან, მიწოდების ეტაპები და ვადები უნდა შეთანხმდეს სს „საქართველოს რკინიგზა“-სთან და დეტალურად განისაზღვროს ხელშეკრულებით.

თავის მხრივ, რკინიგზა მოწოდებული საქონლის სანაცვლოდ, მომწოდებელ კომპანიას გაუწევს სარეკლამო მომსახურებას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. კერძოდ, რკინიგზის მიერ განსახორციელებელი შემხვედრი მომსახურება შესაძლოა მოიცავდეს შემდეგს:

- მიმწოდებელი კომპანიის სარეკლამო ფლაერების დარიგება სამგზავრო მატარებლებში, თითოეულ მგზავრზე განკუთვნილი იქნება თითო ფლაერი. ამასთან, სარეკლამო ფლაერების დამზადებას და რკინიგზისთვის მოწოდებას უზრუნველყოფს სასმელი წყლის მომწოდებელი კომპანია;

- მომწოდებელი კომპანიის სარეკლამო ბანერების (ზომა შეთამხმებით) განთავსება სამგზავრო მატარებლებში (GRT და VMK თითოეულ ვაგონში 3 (სამი) ცალი საქართველოს რკინიგზასთან შეთანხმებულ ადგილებზე.

- მომწოდებლების სარეკლამო ბადე-სტიკერების (ზომა შეთანხმებით) განთავსება მხოლოდ GRT და VMK ტიპის სამგზავრო მატარებლების ფანჯრებზე (თითოეულ ვაგონზე არაუმეტეს 2 (ორი), არაუმეტეს 4 (ოთხი) ცალი მატარებლების ორივე გვარდზე);

- Stadler ტიპის (GRS სერიის) სამგზავრო მატარებლებში არსებულ მონიტორებზე ყოველ ნახევარ საათში ერთხელ, წყლის მომწოდებელი კომპანიის შესახებ მოკლე სარეკლამო ვიდეო-რგოლის გაშვება, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 1 წუთს.

- საქართველოს რკინიგზის, კუთვნილი 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ერთეული მატრებლების სავარძლების თავის მისაყრდნობი შალითის ბრენდირება, რკინიგზასთან წინასწარ შეთანხმებული დიზაინით.

- წყლის მომწოდებელ კომპანიას ასევე შეუძლია დაამზადოს და მოგვაწოდოს სამგზავრო ბილეთების ჩასადები შესაბამისი კონვერტები, რომლებზეც გამოსახული იქნება წყლის მომწოდებელი კომპანიის ლოგო. აღნიშნულ კონვერტებში შეიფუთება რკინიგზის სალაროებში გაყიდული სამგზავრო ბილეთები.

სავალდებულოა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი სარეკლამო საშუალებების (სარეკლამო ფლაერები, ბანერები, სამგზავრო ბილეთების ჩასადები კონვერტები, ვიდეო-რგოლი) მომზადება განახორციელოს წყლის მომწოდებელმა კომპანიამ ”რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, ასევე ნებისმიერ შემთხვევაში სარეკლამო ინფორმაციის შემცველი ტექსტი, ვიდეო-რგოლი, ისევე, როგორც რეკლამირების ფორმატი, წინასწარ უნდა შეთანხმდეს რკინიგზასთან.

დაინტერესებულმა კომპანიებმა სურვილის შემთხვევაში შესაძლოა წარმოადგინონ დამატებითი შემოთავაზებები, როგორიცაა მაგ. მომწოდებელი კომპანიის მიერ წარმოებული სხვა პროდუქცია (მაგ. გაზიანი სასმელები, ცივი ყავა და ა.შ) და მგზავრებისთვის სხვადასხვა აქტივობები, რომელებიც ასევე ხელს შეუწყობენ აღნიშნული კომპანიის ცნობადობის გაზრდასა და დადებითი იმიჯის შექმნას მომხმარებლებში.


 
 
Copyright © 2018 Georgian Railway. All Rights Reserved.